ახალი ამბები

უგულავას თქმით, აეროპორტის ინციდენტზე ბრალი ცემის მუხლით წაუყენეს

11 დეკემბერი, 2019 • 1838
უგულავას თქმით, აეროპორტის ინციდენტზე ბრალი ცემის მუხლით წაუყენეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალს ცემის მუხლით უყენებენ.

“ჰოი, საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელიშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს”, – წერს გიგი უგულავა პირად ფეისბუკ-გვერდზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ეხება ძალადობას, პირველი ნაწილი კი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა დღეს დილით განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

საქმეზე, რომელზეც უგულავას ბრალი წარედგინა, გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს

უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი