ახალი ამბები

ნიუ-ჯერსიში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

11 დეკემბერი, 2019 • 879
ნიუ-ჯერსიში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის ქალაქ ჯერსი სიტიში, შეიარაღებულ დაპირისპირებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი თავდამსხმელი. მოკლულებს შორის არიან პოლიციის ერთი ოფიცერი და სამი სამოქალაქო პირი. CNN-ის ცნობით, სროლა პოლიციასა და ორ შეიარაღებულ ეჭვმიტანილს შორის გაიმარათა. 

შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ახლა მათი მდგომრეობა სტაბილურია.

სროლა ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30-ზე დაიწყო, ხოლო შეიარაღებული პირების ნეიტრალიზაციისთვის პოლიციელები მეზობელი განყოფილებებიდან გამოიძახეს. სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ პოლიცია გამოაცხადებდა, რომ ეჭვმიტანილები პოლიციასთან დაპირისპირებისას ქალაქის სხვა ნაწილში მოკლეს.

როგორც ქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა, გამოძიება შეიძლება თვეობით გაგრძელდეს, ხოლო დანაშაულის კვალი გამოსაკვლევია “მინიმუმ სამ ადგილას“.

ჯერსი სიტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, ჯეიმზ შეას განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი