ახალი ამბები

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პოლიტპატიმარი გავხდებოდი – გიორგი რურუა

10 დეკემბერი, 2019 • 2006
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პოლიტპატიმარი გავხდებოდი – გიორგი რურუა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა გლდანის ციხიდან განცხადებას ავრცელებს.

რურუა ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ პოლიტიკური პატიმარი გახდებოდა.

“ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი, რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში”, – წერს რურუა.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რურუა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი”, – წერს რურუა.

რურუა აცხადებს, რომ გამძაფრებული ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის.

“მთავარია, უიმედობამ არ გვაჯობოს! დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს! ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თვანგაწირული მოქალაქეების, ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილის და სხვების მაგალითებით!” ,- წერს გიორგი რურუა.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი