ახალი ამბები

ევრონესტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

10 დეკემბერი, 2019 • 1222
ევრონესტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშილის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება მიიღო.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

“ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა მშვიდობიანი ზომა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასათავისუფლებად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი