ახალი ამბები

მეტროს მოძრაობა “ახმეტელიდან” “დიდუბემდე” 45 წუთით იყო შეჩერებული

9 დეკემბერი, 2019 • 1485
მეტროს მოძრაობა “ახმეტელიდან” “დიდუბემდე” 45 წუთით იყო შეჩერებული

მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “დიდუბის” მიმართულებით დღეს დილით მატარებლების გადაადგილება თითქმის 45 წუთით იყო შეჩერებული. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შეფერხება გამოიწვია სისტემაში დაფიქსირებულმა ხარვეზმა, რომელიც მატარებლების გადაადგილებას აკონტროლებს.

მოძრაობა მეტროში 08:45 საათისთვის სრულად აღდგა და ამ დროისათვის მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი