ახალი ამბები

კოსაჩოვი ბურჯანაძეს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა – RIA

6 დეკემბერი, 2019 • 1175
კოსაჩოვი ბურჯანაძეს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა – RIA

რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი ნინო ბურჯანაძეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხით დაინტერესებას დაჰპირდა.

როგორც RIA, რუსეთში ვიზიტით მყოფმა ნინო ბურჯანაძემ ოფიციალურ შეხვედრებზე ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა.

“აუცილებლად დავკავდებით ამ საკითხით”, – RIA-ს ცნობით ასე უპასუხა კოსაჩოვმა ბურჯანაძეს, თუმცა მოგვიანებთ ჟურნალისტებთან დააზუსტა, რომ ეს “სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციის საკითხია”.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ გაიტაცეს და “საზღვრის კვეთას” ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი