სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი ორთოდონტის, თამარ ზღუდაძის თქმით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ბრეკეტების გაკეთება სურთ, კბილების არასწორი დგომაა, ანუ მათ არ მოსწონთ საკუთარი ღიმილი, რაც თავისთავად იწვევს კომპლექსების განვითარებას და თვითშეფასების დაქვეითებას. თუმცა, ეთეტიურ მხარეზე მეტად პრობლემურია არასწორად განლაგებული კბილებით გამოწვეული საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, რასაც შესაძლოა ახლდეს ტკაცუნი და ტკივილი პირის გაღებისას. არასწორად განლგებული კბილები დროთა განმავლობაში ღეჭვისას ზინდება, მათი გწმენდა რთულდება, რაც კარიესის გაჩენის საფრთხეს ზრდის. ბრეკეტები კი, ვიზუალური ეფექტის მიღების გარდა, პაციენტის კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია.
ბრეკეტ-სისტემის დაყენება რეკომენდებულია 11-12 წლის ასაკიდან და ზედა ასაკობრივი ზღვარი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის პერიოდი საშუალოდ 1,5 წელიწადია, თუმცა ვადები შეიძლება შეიცვალოს თანკბილვის ანომალიის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
როგორც ექიმი ორთოდონტი თამარ ზღუდაძე განმარტავს, შემადგენელი მასალის მიხედვით არსებობს ბრეკეტების რამდენიმე სახეობა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მეტალისა და ფაიფურის (კერამიკული) ანუ ესთეტიური ბრეკეტი, რომელსაც კბილის ფერი აქვს და ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევია.
ბრეკეტები თითოეულ კბილზე ინდივიდულარ მაგრდება და შესაბამისად, ის თითოეულ არასწორად განლაგებულ კბილს ასწორებს. გარდა ამისა, პაციენტი მას თვითნებურად ვერ იხსნის, რის გამოც, ბრეკეტების სისტემა 24 საათის განმავლობაში, მუდმივად მოქმედებს. წორედ ამიტომ, მკურნალობის პირველი შედეგის ნახვა პაციენტს 2-3 თვეში შეუძლია. გარდა ამისა, ბრეკეტები მაგრდება კბილების გარე ზედაპირზე, შესაბამისად ის ადამიანს საუბარში ხელს არ უშლის.
“ბრეკეტები თანკბილვის ანომალიის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მეთოდაა მიჩნეული, რის გამოც ექიმები არჩევანს ყველაზე ხშირად სწორედ ამ მეთოდზე ვაკეთებთ, თუმცა, სანამ პაციენტის ბრეკეტებით მკურნალობას დავიწყებთ, აუცილებელია შეფასდეს ანომალიის ხარისხი და სწორედ ამის შემდეგ, ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ბრეკეტის გამოყენება. ხანდახან სხვა მეთოდითაც მკურნალობა საკმარისია.
პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, აზიანებს თუ არა ბრეკეტები კბილის მინანქარს, ან აჩენს თუ არა კარიესს?! მინდა გითხრათ, რომ კვალიფიციურად ჩატარებული სამუშაო, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენება და პაციენტის მიერ მკურნალობის პროცესში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, გართულებების განვითარების საშიშროებას ფაქტობრივად გამორიცხავს”, – ამბობს თამარ ზღუდაძე.
“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზე. ასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე და მოგვწეროთ კითხვები თქვენთვის საინტერესო სტომატოლოგიურ საკითხებზე.
კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე:
თბილისი:
(+995 32) 2 731313; (+995) 514 311113
ბათუმი:
(+995) 514 131131 (+995 4 22) 27 11 81, (+995 4 22) 22 30 03