ახალი ამბები

ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

4 დეკემბერი, 2019 • 1450
ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

​უწყების ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი