ახალი ამბები

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორ მოქალაქეს სპეცტექნიკით ეძებენ

3 დეკემბერი, 2019 • 1399
ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორ მოქალაქეს სპეცტექნიკით ეძებენ
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  სპეციალური ტექნიკის საშუალებით ჯანდარის  ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა დაკარგული ორი მოქალაქე იპოვონ.

ამავე უწყების ცნობით, ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა, ასევე, განაახლა ვერტმფრენმა.

ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის გაუჩინარების შესახებ გუშინ, 2 დეკემბერს გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი