“მე სკეპტიკურს ვერ ვუწოდებ [ანგელა მერკელის განცხადებას]. რიგის სამიტი არ არის ის ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირის საბჭო და ეს რეკომენდაცია ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საქართველო დაასრულებს მეოთხე მოხსენებას. მეოთხე მოხსენებას აქვს თავისი ვადა განსაზღვრული და ეს არის წლის ბოლომდე, მათ შორის მითითებულია, რომ ეს ვადა შეიძლება კიდევ დაჩქარდეს გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეფორმებს საქართველო ძალიან სწრაფად ახორციელებს. შესაბამისად, პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენ გერმანიის კანცლერისგან უკვე რამდენიმე კვირით ადრეც მივიღეთ, როდესაც პრემიერი ესაუბრა კანცლერს. შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ არ ველოდებით შეფერხებებს. მეტიც, ამ დოკუმენტის სრულყოფა საშუალებას მისცემს ქართულ დელეგაციას, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა შემდეგ უფრო იოლად მოიპოვოს ევროკავშირის დედაქალაქებში”, – განუცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “იმედს”.

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს, 21 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე, თუმცა მას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

 

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *