“ველი, რომ რიგის დეკლარაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნება ის ვადა, რომლის ფარგლებში უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები და ასევე, მოწოდება, რომ უახლოეს დროს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიმართ აამოქმედოს ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში 21 და 22 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის რიგით მეოთხე შეხვდრა მიმდინარეობს. სამიტს ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი.