ახალი ამბები

ისეთი აქტივობების პრევენცია უნდა მოხდეს, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს – თალაკვაძე 

3 დეკემბერი, 2019 • 1412
ისეთი აქტივობების პრევენცია უნდა მოხდეს, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს – თალაკვაძე 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სახელწიფომ პრევენციული ზომები უნდა გამოიყენოს ისეთი მოქმედებების დროს, რომელმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. 

ამ თემაზე მან დღეს, 3 დეკემბერს განაცხადა ჟურნალისტებთან, რომლებმაც ჰკითხეს 2 დეკემბერს თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ. “ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტებსა და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებს შორის დაპირისპირების დროს ხუთი პირი დაშავდა. 

“კონტრაქცია ცოტა სხვა რამეს ნიშნავს… გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია, თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მხარეს მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. 

პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისევე როგორც კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარ უნდა მოხდეს პრევენცია ისეთი აქტივობების, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს”, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მას არ განუმარტავს, სახელდობრ რას გულისხმობდა ამაში.

პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი