ახალი ამბები

პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]

2 დეკემბერი, 2019 • 1451
პოლიციამ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა – [ვიდეო]

“ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ აქტივისტებსა და “ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კორდონი გააკეთა. ამ ადგილას უკვე რამდენიმე საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვება ხოლმე.

ადგილზე მობილიზებულია ათობით სამართალდამცველი.

აქტივისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულია 6 ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული “მთავართან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას პიროტექნიკა თვალში მოხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის “ოცნების“ ოფისთან არავინ დაუკავებიათ.

რაც შეეხება დაპირისპირებას,“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და პარტიის ოფისთან იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მოგვიანებით გადაენაცვლათ ორბელიანის მოედნისკენ. ამ მოედანზე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტური თვითმმართველობების დახმარებით ახალგაზრდები შეკრიბა.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ორბელიანის მოედანზე “ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კონცერტი გამართა. კონცერტისთვის მან რეგიონებიდან სტუდენტები ჩამოიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი