ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავენ

2 დეკემბერი, 2019 • 974
სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავენ

ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მმართველი პარტიის ოფისთან აპროტესტებენ ხელისუფლების ქმედებებს, კერძოდ, მცხეთაში დღეს მომხდარ ინციდენტს.

როგორც გიგა მაქარაშვილმა აქციაზე თქვა, “ქართული ოცნების” მიერ სპეციალურად მობილიზებულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამოქალაქო მოძრაობა “გაბედეს” წევრებს, თუმცა პოლიციამ ისევ აქციის მონაწილეები დააკავა.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით,ნოპოზიციის წინააღმდეგ გარკვეული პირების მობილიზებით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას.

დღეს, 2 დეკემბერს, მოძრაობა “გაბედეს” წევრები მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან აქციას მართავდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერიის თანამშრომლები და “ოცნების” მხარდამჭერები დაუპირსპირდნენ.

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი