ახალი ამბები

წელს პედაგოგების რაოდენობა 5%-ით შემცირდა – საქსტატი

2 დეკემბერი, 2019 • 1535
წელს პედაგოგების რაოდენობა 5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს სკოლებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 5%-ზე მეტით იყო შემცირებული წინა წელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2 დეკემბერს გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებლების რაოდენობას მიმოიხილავს.

ამ ანგარიშის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი.

ეს რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია.

წყარო: საქსტატი

როგორც ამ დიაგრამაზე ჩანს, 2016-17 სასწავლო წელს, წინა წელთან შედარებით, მასწავლებლების რიცხვის მცირედით შემცირების შემდეგ, 2017-18 და 2018-19 სასწავლო წლებში მასწავლებელთა რაოდენობა თანაბარი, 67 ათასი იყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ წაქაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, „შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პედაგოგების რაოდენობის შემცირება განპირობებულია პენსიონერი მასწავლებლებისათვის სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაციის შეთავაზებით“.

[სამინისტრომ 2019 წელს პენსიონერ მასწავლებლებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზა ორი წლის ჯამური ხელფასის ნაცვლად].

მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი