ახალი ამბები

პანკისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – შსს

1 დეკემბერი, 2019 • 1643
პანკისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

“ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

პანკისის ხეობაში სოფელ საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოკლულია ვისური მუთოშვილი.

ნეტგაზეთი ესაუბრა გარდაცვლილის ერთ-ერთ ნათესავს, რომელიც მომხდარს ხეობაში დაგეგმილ ჰესის მშნებლობას უკავშირებს. მისი თქმით, დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. მისივე ცნობით, გარდაცვლილი ხეობაში ჰესის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარეს მდგომი ადამიანები – მომხრეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი