ახალი ამბები

თუ დარჩება შერეული მოდელი, არჩევნებს ჩავშლით – უგულავა

25 ნოემბერი, 2019 • 1757
თუ დარჩება შერეული მოდელი, არჩევნებს ჩავშლით – უგულავა

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ჩაშლიან.

გიგი უგულავა კახა კალაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც კალაძე ამბობს, რომ “ოცნება“ არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს და ეს “თემა დახურულია“.

უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილი და მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობენ მოქალაქეები მოატყუონ, რასაც მათი თქმით, საზოგადოება არ მოითმენს:

“თუ დარჩება შერეული მოდელი, ის მოდელი , რომლითაც ივანიშვილმა უნდა გაიხანგრძლივოს სახელმწიფოს მიტაცება – კალაძემ, ივანიშვილმა, ღარიბაშვილმა და დანარჩენებმა უნდა იცოდნენ, საქართველოში შერეული მოდელით არჩევნები არ ჩატარდება. 3700 უბანია საქართველოში, ამ ყველა უბანზე მთელი ოპოზიცია გამოიყვანს 100-100 ადამიანს, იქნება საყვირები, სასტვენები, დოლები, მოხდება ჩაშლა იმ არჩევნების.

მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, თუ ამ მიტაცებულ არჩევნებს ჩავშლით და არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მიიტაცოს, 45 დღეში უკვე კონსტიტუციით დაინიშნება სამართლიანი პროპორციული არჩევნები. ისინი გვექაჩებიან გავიდეთ ქუჩაში, გავიდეთ კონსტიტუციის მიღმა, ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ კოსნტიტუციის ფარგლებში“,- ამბობს უგულავა “მთავარი“ არხის ეთერში.

უგულავა ასევე საუბრობს ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება და რომლის შესახებაც ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 25 ნოემბერს ისაუბრეს. გიგი უგულავა ამბობს, რომ აღნიშნლი კანონპროექტის მიღება ერთადერთი სწორი გზაა. მისივე თქმით, კანონპროექტი დადებითად შეაფასა ყველა ადგილობრივმა პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიცია ახლა დასკვნას ეუთოსგან ელოდება.

“ამ არჩევნებს შერეული წესით ივანიშვილს არ “გაუპრავებს“ არც საქართველოს და არც საერთაშორისო საოგადოება, ეს არჩევნები ჩაიშლება აქტიური ბოიკოტით. ყველა უბანზე, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდმჭერებით – იჩხუბებენ?! ცეცხლს დაანთებენ?! დაანთონ,“ – აცხადებს გულავა.

ამავე თემაზე:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი