ახალი ამბები

“თემა დახურულია, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება” – კალაძე

25 ნოემბერი, 2019 • 3997
“თემა დახურულია, შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება” – კალაძე

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები მოქმედი შერეული საარჩევნო  სისტემით ჩატარდება. პარტიის სახელით განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.

“თემა დახურულია, 2020-ში შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ირგვლივ არც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს და არც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

“მივიღეთ გადაწტვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ის ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” სახელით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გააკეთა.

“შედეგად უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ივნისში ჩვენი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა”, – განაცხადა კალაძემ.

“ქართული ოცნება” აპირებს, საარჩევნო რეფორმის საკითხზე საერთო-სახალხო გამოკითხვა 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩაატაროს.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები დაარწმუნეს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის გარდა, ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავენ.

“როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კეჭიყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს  დადგება”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან გარანტირებულია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი