ახალი ამბები

მთავარეპოსკოპოსი იაკობი ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრეს ხელით შეეხო

24 ნოემბერი, 2019 • 2605
მთავარეპოსკოპოსი იაკობი ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტ პეტრეს ხელით შეეხო

ბოდბის მთავარეპოსკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას სინოდის სხდომაზე ფიზიკურად დაუპირისპირდა:

“რა ფორმითაც გამოვიდა, რომ ვესწრებოდი იმიტომაც გმაოვიდა იმ ფორმით. ხომ ნახეთ, რა ფორმითაც იყო გამოსული. მე მომიწია ხელით შეხება მაგაზე. იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა არავის არ ვაპატიებ. პეტრეს კი არა, მთელი ჯარი რომ შემოვიდეს… ჯვარი ჩამოწყდა, დატოვა დედა ღვთისმშობელმა. სულიერების არაფერი დარჩა და გაგიჟებულია როცაა კაცი, გიხდება ფიზიკურად…” – ამბობს მთავარეპისკოპოსი “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, მართმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან „მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების“ გამო გადააყენეს და ეს გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა: „საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი