ხვალ, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაა. გაფართოებული კრება, რომელსაც 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 11 მაისის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგი მიმართულებით:
- საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;
- ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;
- საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;
- მეტროსადგურ “ავლაბრის” მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ “ავლაბრიდან” ფეხით გონაშვილის ქუჩით.
ხვალ, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრება – როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ. პატრიარქი გახდება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილე მღვდელმთავართა ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს. სინოდში სულ 39 წევრია, შესაბამისად, კენჭისყრაში გამარჯვებისთვის 20 მათგანის მხარდაჭერა არის საჭირო.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ამავე თემაზე:
