ახალი ამბები

მამალაძე : სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ

23 ნოემბერი, 2019 • 2225
მამალაძე : სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ

პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე საპატრიარქოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ გაუგზვანია და ამაში პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს ადანაშაულებს:

“კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ”, – წერს თორნიკე მამალაძე 23 ნოემბერს ფეისბუკზე. 

“ნეტგაზეთი” საპატრიარქოსთან ცდილობს ამ თემაზე კომენტარის მოპოვებას.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინდომა 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით, თუმცა უცნობია, მიმართა თუ არა ოფიციალურად პრეზიდენტს.

“მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი საქართველოს მთელი საზოგადოებსითვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა – უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მეც მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც ამ დღეებში იქნება მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრეზიდენტმა 4 ნოემბერს.

“დეკანოზი მამალაძე იმედოვნებს, რომ გათავისუფლების შემდეგ პოზიციების დაფიქსირების საშუალება ექნება”

მასალების გადაბეჭდვის წესი