ახალი ამბები

“დეკანოზი მამალაძე იმედოვნებს, რომ გათავისუფლების შემდეგ პოზიციების დაფიქსირების საშუალება ექნება”

1 ნოემბერი, 2019 • 1097
“დეკანოზი მამალაძე იმედოვნებს, რომ გათავისუფლების შემდეგ პოზიციების დაფიქსირების საშუალება ექნება”

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობის შემდეგ შეიწყალებს.

ამასთან, დეკანოზი იმედოვნებს, რომ მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ექნება საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება.

დეკანოზი მამალაძის პოზიცია მისი წერილის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც ამ უკანასკნელმა თავის ადვოკატს გაუგზავნა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, წერილის თანახმად, დეკანოზი ღმერთს უხდის მადლობას, რომელმაც მისი თქმით, სინოდს შესაბამისი შუამდგომლობის მიღება გადააწყვეტინა. მამალაძე ასევე გამოეხმაურა მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებულ მოვლენებს. დეკანოზი მომხდარს “მძიმეს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ “ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა”, – აცხადებს ადვოკატი რამიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი