ახალი ამბები

“კომოს ტბა” პარლამენტთან – პერფომანსი თალაკვაძის წინააღმდეგ

23 ნოემბერი, 2019 • 2930
“კომოს ტბა” პარლამენტთან – პერფომანსი თალაკვაძის წინააღმდეგ

დღეს მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ აქცია პერფომანი გამართეს და პარლამენტის შენობასთან  კომოს ტბის სიმბოლოდ წყლით სავსე ჭურჭელიო მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა, პარლამენტის თავმჯდომარე დასასვენებლად კომოს ტბაზე არ უნდა მიდიოდეს.

თავდაპირველად “მთავარმა არხმა” და “ფორმულამ” გაავრცელეს ცნობა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები: ილია წულაია და ბექა ოდიშარია, 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს ტბაზე, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

საპასუხოდ, 22 ნოემბერს დილით არჩილ თალაკვაძემ ფეისბუკ ლაივით მიმართა მოსახლეობას დ განაცხადა, რომ “ის საქართველოშია”. 

ამის შემდეგ თალაკვაძეს საჯაროდ მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა. ის ამბობს, რომ  არჩილ თალაკვაძემ  მასთან და გიგი წერეთელთან ერთად დაბრუნდა საქართველოში სტამბოლი-თბილისის რეისით.

“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს, არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებსო სრულიად მედია. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით, ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ, თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, – წერს გიორგი კანდელაკი.

 

სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი