ახალი ამბები

„დაგაბოქლომებთ“ – დემონსტრანტები სასამართლოსთანაც მივიდნენ

21 ნოემბერი, 2019 • 804
„დაგაბოქლომებთ“ – დემონსტრანტები სასამართლოსთანაც მივიდნენ

დაახლოებით 13:15 საათისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დემონსტრანტები — მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები — მივიდნენ და ცდილობენ, ბოქლომი სასამართლოს შენობასაც დაადონ.

სასამართლოს შესასვლელთან, სადაც დემონსტრანტები მივიდნენ, პოლიციაა მობილიზებული და ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ.

ცოტა ხნით ადრე დემონსტრანტებმა, ოპოზიციის ლიდერების თანხლებით, პოლიციის წინააღმდეგობის ფონზე, მთავრობის კანცელარიის გალავანს დაადეს ბოქლომები, წინა დღეებში — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ 37 დაკავებული ადამიანიდან 12-ის საქმე განიხილა, 10-ს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თითო-თითოს კი- გაფრთხილება და ჯარიმა.

დღეს იგეგმება მსგავსი პერფორმანსი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – LIVE

მასალების გადაბეჭდვის წესი