“ერთი კვირა დავისვენებ”, – ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 7- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ეს კომენტარი მან გადაწყვეტილების მერე თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
ზუკა ბერძენიშვილი, რომელიც ივნისში ,რუსეთის დუმის დეპუტატის , გავრილოვის ვიზიტის შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის, #სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერია, 18 ივნისს დააკავეს თბილისში დემონსტრაციის ძალით დაშლის დროს. მას, ისევე როგორც დანარჩენ 36 პირს, ვინც ამ აქციის დაშლისას დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ – პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. ამ ბრალს არ ეთანხმებიან როგორც დაკავებულები, ასევე, ადვოკატები და მხარდამჭერები.
18 ნოემბერს დაკავებულთაგან თორმეტის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ 21 ივნისის ღამეს გამოაცხადა – ათს პატიმრობა შეუფარდა, ერთს- სიტყვიერი გაფრთხილება, ერთს კი- 1000-ლარიანი ჯარიმა. დანარჩენი დაკავებულების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.
“მონა” – სკანდირებდნენ დარბაზში და მის მიმდებარედ შეკრებილი მხარდამჭერები მოსამართლე ვალერიან ფილაშვილის მისამართით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ერთი მოსამართლე იხილავს 37 დაკავებულის საქმეს.
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო