18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, 20 ნოემბერის 13:00 საათამდე გადაიდო. შესაბამისად, ამ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდება.

დაკავებულები – გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.