ახალი ამბები

ზუკა ბერძენიშვილისა და სხვების პროცესიდან მოსამართლემ 6 პირი გააძევა

20 ნოემბერი, 2019 • 1094
ზუკა ბერძენიშვილისა და სხვების პროცესიდან მოსამართლემ 6 პირი გააძევა

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა პროცესიდან 6 დამსწრე გააძევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციამ პროცესზე მიიტანა აქციის დაშლის კადრები, რითაც როგორც ისინი ამბობენ, დასტურდება დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ კადრების ჩვენებისას სასამართლო დარბაზში გაისმა სიცილი და ტაშისკვრა, რის გამოც მოსამართლემ, ჯამში, 6 პირი გააძევა.

“მე ვაგინებდი იქ ყველას, ვინც წინააღმდეგი იყო ხალხისა, მეც დამიჭირეთ მაშინ. მე ვაგინებდი შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს. დამიჭირეთ. რომელი არ აგინებდა? ყველა აგინებდა, ვინც იქ იყო. მე ვამბობ, ვაგინებდი და დამიჭირეთ. თუ საღამოს სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, თქვენც შეგაგინებთ”, – თქვა სასამართლო დარბაზში მყოფმა დამსწრემ, რის შემდეგაც ისიც გააძევეს.

თბილისის საქალაქო სასამართო უკვე მეორე დღეა განიხილავს 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებს, რომლებსაც შსს ადმინისტრაციული წესით პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება.

რა ტიპის დარღვევებით მიმდინარეობს აქტივისტების საქმეების განხილვა – იურისტის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი