ახალი ამბები

სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული მეორე ექვსეულიც გაათავისუფლა

20 ნოემბერი, 2019 • 1401
სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული მეორე ექვსეულიც გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ 6 პირი – ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე –  გაათავისუფლა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დაკავებულთა საქმის განხილვის დასრულება დღეს ვერ მოასწრო. პროცესი ხვალ, 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გადაიდო. შესაბამისად, ამ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდება.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, პროცესი გადაიდო

მასალების გადაბეჭდვის წესი