ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

19 ნოემბერი, 2019 • 1163
სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრმა, სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჭიღლაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

მას ამის საშუალება საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილმა მოქალაქეებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს და სასამართლოს ტერიტორიას გაარიდეს.

რამდენიმე საათით ადრე ლაშა ჭიღლაძემ Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომ აპირებს, საწვავი გადაისხას.

“ახლა მიყურეთ, თქვენ უარესად უნდა გაგაბანძოთ, ამას გავაკეთებ ლაივში. როგორ მემუქრებით იარაღის ჩადებით, განახებთ თქვენ”, – წერდა ჭიღლაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი