ახალი ამბები

IRI-ის კვლევის პოლიტიკოსების რეიტინგები ცნობილია

19 ნოემბერი, 2019 • 3647
IRI-ის კვლევის პოლიტიკოსების რეიტინგები ცნობილია

IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსების რეიტინგში ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, ხოლო ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგში – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

კვლევის თანახმად, ბაქრაძის მიმართ 57% დადებითად არის განწყობილი. ამ კუთხით მეორე ადგილზე კახა კალაძეა (49%), მესამეზე – დავით უსუფაშვილი (47%).

რაც შეეხება ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგებს, IRI-ის მიერ რესპონდენტებისთვის დასახელებულ პოლიტიკოსებიდან ყველაზე ნეგატიურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ არიან განწყობილნი (70%), მეორე ადგილზე ზურა ჯაფარიძეა (66%), მესამე ადგილს 59-59 პროცენტით სამი პოლიტიკოსი ინაწილებს: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნეგატიურად 57 პროცენტია განწყობილი, პოზიტიურად – 32 პროცენტი.

 

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი