ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად 41%-ს. ამას მოწმობს კვლევა, რომელიც საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დღეს, 18 ნოემბერს.
32%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% არცერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.
რაც შეეხება ოპოზიციის ჩაშლილ მონაცემებს:
- ენმ – 15%
- ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები – 5%
- ლეიბორისტები – 5%
- პატრიოტთა ალიანსი – 4%
- სამოქალაქო მოძრაობა (ლიდერი ალეკო ელისაშვილი) – 3%
- ახალი საქართველოსთვის – 2%
- დემოკრატიული მოძრაობა (ლიდერი ნინო ბურჯანაძე) – 2%
- ლელო – 2%
- გირჩი – 1%
- შენების მოძრაობა – 1%
- სხვა პარტიები – 1%
წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისი – 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა, “ოცნების” რეიტინგი 3 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო ენმ-ის- 7-ით.
IRI-იმ კვლევით ასევე გამოთვალა პარტიების ნეგატიური რეიტინგები, სადაც “ქართული ოცნება” ლიდერობს. 30% აცხადებს, რომ არასდროს, არცერთ სიტუაციაში მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”, 26% იგივეს ამბობს ენმ-ზე, 9%-9% -გირჩსა და პატრიოტთა ალიანსზე.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა იქნება საჭირო, უმეტესობას (28%) ასეთ გაერთიანებაში ევროპული საქართველოს ხილვა სურს, ენმ-ზე იმავეს 25% პროცენტი ამბობს, ხოლო “ქართულ ოცნებაზე” – 24%.
კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.
ამავე თემაზე
მათი 78%, ვისაც პროპორციულზე სმენია, სისტემას მხარს უჭერს – IRI-ის კვლევა