ახალი ამბები

კაკულია აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილების” მიტანაზე დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს

18 ნოემბერი, 2019 • 1470
კაკულია აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილების” მიტანაზე დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას თქმით, წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შესაძლოა, ტომრებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ჩაქუჩები ჰქონდათ.

როგორც დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოასწრო და უნდა დაზუსტდეს, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია.

“კარგია, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი ყოველგვარი მსხვერპლის და გართულების გარეშე, თუმცა ქართველები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მაინც ძნელი სანახავია. ასევე, მინდა დაზუსტება გთხოვოთ იმ ინფორმაციის, რაც ახლა დაუზუსტებლად არ მინდა გავაჟღერო, მაგრამ… “მოლოტოვის კოქტეილების” შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც მე დაუზუსტებელი მაქვს, მაგრამ მინდა, რომ დაზუსტდეს, რომ ხვალისთვის ეს ინფორმაცია ზუსტად გვქონდეს. თუ ამასაც ჰქონდა ადგილი, ეს ძალიან ართულებს სიტუაციას და ზუსტი დიაგნოზი გვინდა, რომ ვიცოდეთ. მე უბრალოდ ისეთი წყაროსგან მაქვს [ინფორმაცია], რომ გადამოწმება ვერ მოვასწარი, მაგრამ თუ არის საუბარი “მოლოტოვის კოქტეილზე”, ჩაქუეჩებზე და რაღაცებზე იმ ტომრებში, რომელზე იყო საუბარი, ეს ცვლის სურათს. ძალიან არ მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ არ შემეძლო, არ მეთქვა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

17 ნოემბერს პარლამეტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს ტომრებით, რომელშიც სამშენებლო ნაგავი იყო.

აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ნაგვით პარლამენტის უკან სამანქანო გზა გადაკეტეს

მასალების გადაბეჭდვის წესი