პარლამენტთან მრავალათასიანი დემონსტრაცია 15.00 საათზე დაიწყო. მასში მოქალაქეები, ასევე, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილებდნენ პატრიოტთა ალიანსის გარდა. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია. დემონსტრანტებმა ბოქლომებით ჩაკეტეს პარლამენტის სამივე შესასვლელი და განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ. პარლამენტთან გაშალეს კარვები, სადაც მომიტინგეების ნაწილი ღამეს გაათენებს.
პარლამეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ნაგვით სამანქანო გზა გადაკეტეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ენმ-ის წევრ ბესო გაზდელიანის თქმით, მათ გზა გადაუკეტეს პარლამეტარებს:
“ეს (ტომრები) რომ არ იყოს, ისედაც არ შევუშვებდით” ,- ამბობს გაზდელიანი პარლამენტის დეპუტატების შესახებ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადასაკეტად პარლამენტთან დაყრილი სამშენებლო ნაგავი გამოიყენეს.