ახალი ამბები

აქციის დაშლისას 18 პირია დაკავებული – შსს

18 ნოემბერი, 2019 • 1117
აქციის დაშლისას 18 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის პოლიციამ 18 პირი დააკავა.

აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

როგორც შსს აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები: ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი