ახალი ამბები

მაქარაშვილის, ჯაფარიძისა და ბერძენიშვილის გარდა, ბექა ბასილაიაც დააკავეს – ხოშტარია

18 ნოემბერი, 2019 • 821
მაქარაშვილის, ჯაფარიძისა და ბერძენიშვილის გარდა, ბექა ბასილაიაც დააკავეს – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი და ზურა ჯაფარიძე. როგორც ის Facebook-ზე წერს, მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ერთ-ერთ სამმართველოში დაუდასტურეს.

საკუთარი დაკავების შესახებ Facebook-ზე აქტივისტი ანა ჭარხალაშვილიც წერს. “მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულია ალეკო ელისაშვილიც.

დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლისას პოლიციამ 18 პირი დააკავა.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი