ახალი ამბები

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა დააკავეს

18 ნოემბერი, 2019 • 1191
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა დააკავეს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა “დააკევეს იარაღის ჩადებით”.

“აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დამნაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!”, – წერს გვარამია Facebook გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი