ახალი ამბები

დაავიწყდა, რომ არის ომბუდსმენი – კობახიძე ლომჯარიაზე

18 ნოემბერი, 2019 • 1266
დაავიწყდა, რომ არის ომბუდსმენი – კობახიძე ლომჯარიაზე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პიკეტირებაზე გამოთქმული მოსაზრების გამო.

“როგორც ჩანს, იმ მომენტში, როდესაც აკეთებდა განცხადებას, დაავიწყდა, რომ უკვე დღეს არის ომბუდსმენი. ეს განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის არსს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ “პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.”


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი