ახალი ამბები

შსს საავტომობილო მოძრაობისთვის რუსთაველის გამზირის ალტერნატიულ მარშრუტებს აქვეყნებს

18 ნოემბერი, 2019 • 1348
შსს საავტომობილო მოძრაობისთვის რუსთაველის გამზირის ალტერნატიულ მარშრუტებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპრატამენტის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში, ავტომობილების სავალი ნაწილის გადაკეტვიდან გამომდინარე, მოსახლოებას შეეძლება ალტერნატიული სამანქანო გზით სარგებლობა. შსს-ს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეზღუდულია, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

  • პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;
  • რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” ორმხრივად აკრძალულია;
  • რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
  • მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;
  • სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;
  • შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტებზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას დაარეგულირებენ საპატრულო ეკიპაჟები.


ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი