ახალი ამბები

“ოცნების” სიის მიხედვით, ქაცარავა პარლამენტში ბენო ქაშაკაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს

16 ნოემბერი, 2019 • 4154
“ოცნების” სიის მიხედვით, ქაცარავა პარლამენტში ბენო ქაშაკაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს

“ქართული ოცნების” 2016 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიის მიხედვით, სოფო ქაცარავას ადგილს პარლამენტში ამ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს.

სოფო ქაცარავამ პარლამენტის დატოვების შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა. ამას წინ უძღოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო უმრავლესობის დატოვება სხვა დეპუტატებთან ერთად.

ბენო ქაშაკაშვილი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენია. ის ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” პოზიციების დასაცავად ტელეეტერებშიც გამოდიოდა.

მის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, რამდენიმე აქტივისტმა ქაშაკაშვილის კუთვნილ სასტუმროსთან მავთულხართები გააბა. ამის მიზეზი ქაშაკაშვილის სატელევიზიო განცხადება გახდა.

ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ბენო ქაშაკაშვილმა მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა, რომ რუსებმა მავთულხართები გადმოწიეს “ჰა ჰა 500 მეტრით”.

აქციის შემდეგ ბიზნესმენმა აქტივისტებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს ბოდიში მოუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი განცხადების კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.


სოფო ქაცარავა პარლამენტს ტოვებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი