ახალი ამბები

რამდენიმე ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა

26 აგვისტო, 2024 •
რამდენიმე ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა

მთავრობამ გამოაქვეყნა განკარგულებები იმ ელჩების გათავისუფლებაზე, რომელთაც როტაციის ვადა ამოეწურათ.

ელჩებს შორის, რომელთაც როტაციის ვადა ამოეწურათ, არიან:

  • ვიქტორ დოლიძე – ნატოში საქართველოს წარმომადგენელი
  • სოფიო ქაცარავა – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
  • ზურაბ პატარაძე – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
  • ალექსანდრე მაისურაძე – ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
  • რევაზ ლომინაძე – შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს კანონმდებლობით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის არის 4 წელი, თუმცა მინისტრს შეუძლია ამ ვადის გახანგრძლივება. ელჩებს მთავრობის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი