ახალი ამბები

სოფო ქაცარავა პარლამენტს ტოვებს

16 ნოემბერი, 2019 •
სოფო ქაცარავა პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოფო ქაცარავამე დღეს, 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

“დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!” – წერს ქაცარავა პირად ფეისბუკ გვერდზე.

სოფო ქაცარავა არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც უმრავლესობის რიგები პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს. ესენი არიან:

  1. დიმიტრი ცქიტიშვილი,
  2. თამარ ხულორდავა,
  3. თამარ ჩუგოშვილი,
  4. სოფიო ქაცარავამ,
  5. გიორგი მოსიძემ,
  6. ირინა ფრუიძემ,
  7. ზაზა ხუციშვილი,
  8. ზვიად ძიძიგური,
  9. ნინო გოგუაძე,
  10. მარიამ ჯაში,
  11. გიორგი ბეგაძე.

ქაცარავას გარდა, ჯერჯერობით, უმრავლესობიდან გასულ სხვა დეპუტატებს პარლამენტის დატოვების შესახებ არ განუცხადებიათ.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი