პარლლამენტის წევრმა ძვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებები დაასახელა, რომელიც 14 ნოემბერს ჩავარდა პარლამენტში. ზვიად ძიძიგურმა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც.
ძიძიგური პარლამენტში ფრაქცია “კონსერვატორების” წევრია. დღესვე უმრავლსეობის დატოვების შესახებ განცხადება ასევე გააკეთა ამავე ფრაქციის წევრმა ნინო გოგუაძემაც.