ახალი ამბები

ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას – პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს

14 ნოემბერი, 2019 • 2302
ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას – პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკნონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას მოჰყვა.

“ხელისუფლებას!

ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად.

ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია!

​მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი.
როგორც უფალი ბრძანებს: თავის ამონთხეულს მხოლოდ ძაღლი უბრუნდება…

ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და, ჩვენდა საუბედუროდ, ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე.

​ვფიქრობთ, ერთადერთი გამოსავალია, გონს მოვეგოთ და გამოვიყენოთ კანონის ფარგლებში არსებული ყველა საშუალება, რათა განიმუხტოს სამართლლიანი პროტესტი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების პირობითა და მოლოდინით.

გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს – რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!”, – აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე, რომელსაც მღვდელმსახურების უფლება მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტა ხნის წინ აუკრძალა.

რამდენიმე დღის წინ მან არ გამორიცხა პოლიტიკური საქმიანობის დაწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი