ახალი ამბები

მე რომ მაძლევთ სტატუსს და გიორგი სულაშვილს არა, ტეხავს – მაკო გომური

11 ნოემბერი, 2019 • 1649
მე რომ მაძლევთ სტატუსს და გიორგი სულაშვილს არა, ტეხავს – მაკო გომური

მაკო გომური, რომელიც 20 ივნისის მოვლენებიდან 5 თვის შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ამბობს, რომ არასწორია ის ფაქტი, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, იმავე დღეს დაშავებულ გიორგი სულაშვილს კი- არა.

“ლამის 5 თვე გავიდა. უი, მაკომ ხმა ამოიღოო და დაფაცურდნენ, მგონი, მართლა დაზარალებულიაო, მგონი, მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან.

თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორ დღეში, დაამტკიცეს კანონი ,გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა, თუ სხვებს სურთ. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს(რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრავმირებული) არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა, არ ვიცი. ტეხავს “,- წერს მაკო გომური ფეისბუკზე.

ამავე განცხადებაში გომური მის მხარდამჭერებსა და უფლებადამცველებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ “ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ, მაინც გავიმარჯვე“.

 

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებულები – მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 11 ნოემბერს გამოაქვეყნა.  თუმცა, თავდაპირველად, უწყებამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ცნო.

დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი უცვნიათ

მასალების გადაბეჭდვის წესი