ახალი ამბები

მაკო გომურსა და კიდევ ორ პირს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

11 ნოემბერი, 2019 • 2117
მაკო გომურსა და კიდევ ორ პირს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებულები – მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცლელებს.

“2019 წლის 20-21 ივნის საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს,პროკრატურა ამბობს, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი