ახალი ამბები

ვხედავ ორგანიზატორბის პასუხისმგებლობის ნიშნებსაც – ჩუგოშვილი 8 ნოემბრის აქციებზე

10 ნოემბერი, 2019 • 693
ვხედავ ორგანიზატორბის პასუხისმგებლობის ნიშნებსაც – ჩუგოშვილი 8 ნოემბრის აქციებზე

საქართველოს პარლამენტის, ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, 8 ნოემბერს კინოთეატრებთან მომხდარ მოვლენებში ის ჰომოფობური აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ნიშნებსაც ხედავს.

“რაც შეეხება კონკრეტულად ორგანიზატორების როლს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ კვალიფიკაციას მე არ ვხდენ, მაგრამ ჩემი შეფასებით, მე აქ ვხედავ ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ნიშნებსაც. რა თქმა უნდა, სამართლებრივად გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს, მაგრამ ჩემი შეფასებით – აქ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაც რომ გაიმოკვეთოს სამართლებრივად, ეს იქნება სწორი,“ – ამბობს “იმედის“ ეთერში ჩუგოშვილი.


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა.

8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი