ახალი ამბები

“ამირანთან” პოლიციასთან დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს

8 ნოემბერი, 2019 • 759
“ამირანთან” პოლიციასთან დაპირისპირებისას 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროის მონაცემებით [21:13] კინო “ამირანთან” სამართალდარღვევის ფაქტებზე 11 პირია დაკავებული. მათ შორისაა ანა სუბელიანზე თავდამსხმელი ერთი პირი.

შსს-მ გამოძიება სუბელიანზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ჩვენება ყველა კინოთეატრში მიმდინარეობს და სეანსების პარალელურად კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი