ახალი ამბები

ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მომიტინგეებს კინოეთატრში შესვლისაკენ მოუწოდა

8 ნოემბერი, 2019 • 1008
ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მომიტინგეებს კინოეთატრში შესვლისაკენ მოუწოდა

ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მომიტინგეებს კინოეთატრში შესვლისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, თბილისის კინოთეატრებთან 19:00 საათისათვის მივლენ.

მისი თქმით, მომიტინგეებმა პოლიციის კორდონები გვერდზე ძალადობის, “ხელის შებრუნების გარეშე” უნდა გაწიონ.

“მივიდეთ. თუ პოლიცია დაგვხვდება, რომელიც არ შეგვიშვებს, გავწიოთ გვერდით, მივაწვეთ მათ”, – განაცხადა ვასაძემ.

“შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები. თითოეულ დარბაზში, სადაც შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და მოვუწოდებთ დამსწრეებს, რომ კინოთეატრი დატოვონ. ჩვენ შევალთ საოპერატოროებში და ტექნიკის დაზიანების გარეშე, დავაჭერთ ღილაკს ხელს და გავთიშავთ ჩვენებას. თუ ჩვენ ამაში ხელს შეგვიშლიან და იძალადებენ, იცოდეთ, ამის შემხედვარე ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტი გამოვა”, – განაცხადა ვასაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი