ახალი ამბები

ლევან ვასაძე სტამბოლში, ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა

24 ივნისი, 2021 • 2136
ლევან ვასაძე სტამბოლში, ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა

პოლიტიკური მოძროაბა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე დიაგნოსტიკურ კვლევებზე სტამბოლში გაემგზავრა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ვასაძის თანაგუნდელმა, სოსო მანჯავიძემ განუცხადა.

მანჯავიძის თქმით, ვასაძე რამდენიმე თვეა თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და, შესაბამისად, გუშინ სტამბოლის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში კვლევებისთვის გაემგზავრა:

“თურქეთშია, სატამბოლში კვლევებზე. რამდენიმე თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა კარგი, დიაგნოზი ვერ დაისვა აქ. რაშია საქმე და გუშინ საღამოს თურქეთის ერთ-ერთ დიაგნოსტიკურ ცენტრში გაემგზავრა”, – ამბობს მანჯავიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ პოლიტიკოსის მოწამვლის ვერსიას, მანჯავიძე ამბობს, რომ არც მას, არც ლევან ვასაძეს და არც მათ რომელიმე მეგობარს ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ:

“არ ვიცი, რატომ გავრცელდა ეს ვერსია. მკითხეს, გამორიცხავთ ამ ვერსიასო? გამორიცხვით არაფერი გამოირიცხება, ისაც არ გამოირიცხება, ქუჩაში რომ დავდივარ, მეტეორიტი დამეცეს, თეორიულად ესაც შესაძლებელია” ,- ამბობს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, ლევან ვასაძე ქვეყანაში, სავარაუდოდ, ორშაბათს დაბრუნდება და ეს დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე, რომლებსაც სტამბოლში იტარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი