უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძის აზრით, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის საჭიროება არ არსებობდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ კანდიდატს ჰკითხა, ბოლოს განხორციელებული რეფორმით რა შეიცვალა უარესობისკენ საქართველოს კონსტიტუციაში.
“პირადად ჩემი შეხედულებით, ქორწინების დეფინიცია… ამ სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტის კონსტიტუციის ხარისხში აყვანა არ იყო აუცლებელი, ჩემი აზრით”, – განაცხადა წულაძემ და დასძინა, რომ სხვა შემთხვევა კონსტიტუციური ჩანაწერის გაუარესების არ ახსენდება.
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, “ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.